საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სოფელ ჩოჩრანასთან, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობასა და დე ფაქტო მთავრობას აქვს დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს.
როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბლოკპოსტის დაშლის საკითხი ტექნიკურ არ განხილულა.
„ჩვენ უბრალოდ დავაფიქსირეთ, გავცვალეთ ის მოსაზრებები, რომელიც არის განსხვავებული, მაგრამ რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი იზიარებს იმ პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, საგუშაგო მოცემულ მომენტში აბსოლუტურად რჩება თავის ადგილზე.
„დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს ის შფოთავა, რომელიც მოსახლეობას გააჩნია. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მათ შფოთვა და წუხილი არის ჩვენი წუხილი, მაგრამ ამავდროულად ავუხსენით ის ფაქტობრივი მოცემულობები, რომელიც ასახავს ამ საგუშაგოს მნიშვნელობას უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობის კუთხით და არა პირიქით“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ფოტო: პირველი არხი