ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომ საქართველოს მხარე არ წყვეტს თავისი რევანშისტული განცხადებების გაკეთებას და ამით კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას
„საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სეგმენტში შესაშური თანმიმდევრობით ჩნდება პუბლიკაციები, რომლებშიც ისმის მსგავსი განცხადებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული საქართველოს მხარის მოქმედებები ოსური სოფლის უისტას რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
„სრული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მხარეს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.