უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი სრულიად მიუღებელია
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იქ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რამდენადაც იქ ბლოკპოსტის მშენებლობა საჭიროა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ მისიებთან, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. სწორედ მათთამ ერთად შევძლებთ ყველა საკითხის დიდი პასუხისმგებლობით მოგვარებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.