ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს

ფრანგულ ტულონში მოასპარეზე მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს – ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ინფორმაციას Rugby XV ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ამჟამად გორგოძის კლუბთან ქართული მხარე უკანასკნელ დეტალებს ათანხმებს.

ცნობისთვის, გორგოძემ ბორჯღალოსნების ღირსება ბოლოს 2017 წელს, რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრაში დაიცვა. 2014 წლიდან ‘გორგოძილა’ ტულონის ღირსებას იცავს და ამ კლუბის მაისურით 2015 წელს ევროპის თასიც მოიგო, მანამდე კი 9 სეზონის განმავლობაში მონპელიეში თამაშობდა.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში გაიმართება. პლანეტის პირველობა 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მის მეტოქეებს შორის ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.

იტვირთბა....