ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამარ საძაგლიშვილს, რომელსაც პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ბრალდებული საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს მისდამი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

ცნობისთვის, თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. 

შეგახსენებთ, ზემოთ აღნიშნული შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.

იტვირთბა....