ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩაშლილი მოლაპარაკებები: საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილია ირაკლი ანთაძის თქმით, IPRM-ის შეხევდრაზე ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია, რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM -ის ფორმატის ფუნქციონირებას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, საოკუოპაციო რეჟიმის ულტიმატუმი სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს აშენების შეჩერებას უკავშირდებოდა, საბოლოოდ კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა IPRM-ის შეხვედრა მორიგ ჯერზე ჩაშალეს.

“შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM -ის ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ IPRM-ი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შესაძლებალია განხილული იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს შეხვედრა.“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ანთაძის თქმით, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმის КГБ-ს ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ე.წ ძალოვანებმა ჩამოაყალიბეს კონსოლიდირებული დანაყოფი, რომელიც სოფელ წნელისის მონაკვეთზე ე.წ საზღვარს დაიცავს.

ნიუპოსტი

იტვირთბა....