ახალი ამბები მთავარი სპორტი

რუსმა სპორტსმენმა მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდა

რუსეთის მოქალაქემ, ტანმოვარჯიშემ მარია ხარენკოვამ მოქალაქეობა შეიცვალა და და ამიერიდან ასპარეზობებზე საქართველოს ნაკრების სახელით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ტასსი” ავრცელებს.

ხარენკოვამ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ფედერაციისგან უკვე მიიღო ნებართვა და მას შეუძლია შეუერთდეს საქართველოს ნაკრებს.

2014 წელს ხარენკოვას ჯგუფურ შეჯიბრებაში მიღებული აქვს ბრინჯაოს მედალი. სულ ახლახანს კი ის მრავალჭიდში ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა.

იტვირთბა....