არქეოლოგთა ჯგუფმა პერუს ქალაქ ტრუხილიოში აღმოაჩინა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ ადგილზე ბავშვების მასობრივი მსხვერპლშეწირვის რიტუალი მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 227 ბავშვის ძვლის ნაწილები, რომელიც მეცნიერთა შესწავლით, 600-800 წელს ითვლის.
არქეოლოგ ფერენ კასტილიოს თქმით, საუბარია 1200-1475 წლების პერიოდზე, როცა ესპანეთის იმპერიიის მიერ ამ ტერიტორიების ათვისებამდე აქ “ჩიმუს” ტომის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ 4-14 წლის ბავშვების მსხვერპლშეწირვით, გადაუღებელი წვიმები შეწყდებოდა.