aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

ფრედერიკ ბეგბედერი – გაატარეთ შემოდგომა საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი უერთდება კამპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში”
მოწოდების ამსახველი ვიდეო კამპანიის ოფიციალურ “ინსტაგრამ” გვერდზე ვრცელდება.

ვინაიდან ზაფხული უკვე მიიწურა, მწერალი ვიდეოს მნახველებს მოუწოდებს, საქართველოში შემოდგომა გაატარონ.

“მე ფრედერიკ ბეგბედერი ვარ და თქვენთვის შეტყობინება მაქვს – გაატარეთ შემოდგომა საქართველოში”. – ამბობს მწერალი.

https://www.instagram.com/p/B1twkmqBtmj/

მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებების – “99 ფრანკი”, “რომანტიკული ეგოისტი”, “სიყვარულს სამი წლის სიცოცხლე აქვს”, “ექსტაზი”, “ფანჯრები მსოფლიოზე” და სხვ, ავტორი, საქართველოში 2016 წელს იმყოფებოდა.

“პირველად ვარ თბილისში და ძალიან ბედნიერ ვარ, რომ ქართველები კითხულობენ ჩემს წიგნებს და უყვართ ისინი. ეს ჩემთვის საამაყოა და სასიხარულო. სიყვარული რომ საქართველოში ჩემთან გადაღებული სელფების რაოდენობით იზომებოდეს, ვიტყოდი, რომ აქ ჩემზე გიჟდებიან“. — თქვა მან ქართველ მკითხველთან შეხვედრაზე.

 

იტვირთბა....