ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2022 წელს, უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება 1700 ლარი, მენტორისა კი 2450 ლარი იქნება

“2019 წლის ოქტომბერში, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის უფროსი მასწავლებლისთვის მიაღწევს-1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის – 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლისთვის – 2450 ლარს.

“შრომის ანაზღაურება ერთერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, უფრო მეტიც, პირადად ჩემთვის, იყო უმძიმესი ტვირთი, როცა ვხედავდი, რომ მასწავლებლების ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია ასეთი მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, გვჭირდება რადიკალური ცვლილებები. მე ვგრძნობ ამ დაკვეთას საზოგადოებისგან. მასწავლებელთა სახელფასო ზრდის პირველი ეტაპი სწორედ ახლა ხორციელდება. 2019 წლის ოქტომბერში, როგორც შეგპირდით, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. ხელფასები ეზრდებათ რესუს ცენტრებისა და სკოლების ადმინისტრაციიის თანამშრომლებსაც. ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და მისივე თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის უფროსი მასწავლებლისთვის მიაღწევს-1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის – 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლისთვის – 2450 ლარს”. – განაცხადა პრემიერმა.

ამ ცვლილებებს განათლების მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილიც აანონსებდა, რომელიც ამბობდა, რომ 2022 წლამდე, შესაძლოა მასწავლებლის ხელფასი 1800 ლარი გამხდარიყო.

იტვირთბა....