ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კაკაბაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან” – “საქართველოს პენცენტრი”

მწერალ ირაკლი კაკაბაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს პენცენტრი“ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი ემუქრება.
„საქართველოს პენცენტრის“ განცხადების მიხედვით: “საქართველოს პენცენტრის წევრზე, მწერალ ირაკლი კაკაბაძეზე ინტერნეტით  განხორციელდა ფიზიკური ძალადობის შემცველი მუქარა ფარნაოზ ჭკადუას და მისი თანამზრახველების მხრიდან, რაც უკავშირდება ი. კაკაბაძის პროფესიულ საქმიანობას.  ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა.
საქართველოს პენცენტრი სასტიკად გმობს ირაკლი კაკაბაძის წინაამღდეგ განხორციელებულ  ძალადობრივ მუქარას და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი  ორგანოები ჯეროვნად გამოიძიებენ ინციდენტს, რასაც მიეცემა შესაბამისი  სამართლებრივი შეფასება”.
იტვირთბა....