ახალი ამბები კულტურა მთავარი

“ქაღალდის სახლში” დენვერის როლის შემსრულებელი, ხაიმე ლორენტე საქართველოში ჩამოდის

მსახიობი ხაიმე ლორენტე, დენვერის როლის შემსრულებელი ესპანური სატელევიზიო შოუში – “ქაღალდის სახლი”, საქართველოში ჩამოდის.

ის 23 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს კარლოტა ფერერის სპექტაკლში – “ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი”.

მსახიობის ვიზიტი 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, დაგეგმილ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, “საჩუქრის” ფარგლებშია დაგეგმილი.

“ქაღალდის სახლი” (“La casa de papel”/ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის: Money Heist) ესპანური კრიმინალური დრამაა, რომელიც მსოფლიოს Netflix-მა გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა. ქაღალდის სახლზე ალაპარაკდა მთელი მსოფლიო, მათ შორის ქართული აუდიტორიაც. პირველი ორი სეზონის უდიდესი წარმატების შემდეგ მასში მონაწილე მსახიობების პოპულარობაც არნახული მასშტაბებით გაიზარდა. უმეტესად ესპანელ მსახიობებს, რომლებმაც ყველას საყვარელი გმირები განასახიერეს და რომელთა სახელებიც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით იყო ცნობილი, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ. ჩვენს ფესტივალზე ხაიმე ლორენტე ჩამოდის, რომელიც კარლოტა ფერერის “ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი” მონაწილეობს და მის ქართველ მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე ეპატიჟება 23 ოქტომბერს!” – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

 

იტვირთბა....