ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინვორმაციით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს.

“რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტყის მასივში დარჩა 30 მეხანძრე-მაშველი.

საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა და დილიდან განაახლა ფრენა. საერთო ჯამში მათ 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს.

ბოლო ინფორმაციით დამწვარია 3 ჰექტარზე არსებული წიწვოვანი ტყის მასივი”. – ნათქვამია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....