„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძისა და ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ადასტურებს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა სრულად დაფარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000 -700 000 ლარი“, – განაცხადა კორძაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
“TBC ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალათ ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე.