როგორც საინფორმაციო სააგენტო “ევროპა პრესი” იუწყება, ხმელთაშუა ზღვაში ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩავარდა. შემთხვევა ესპანეთის პროვინცია მურსიაში მოხდა.
მომხდარი ფაქტი დაადასტურა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, საუბარია C-101 ტიპის სამხედრო თვითმფრინავზე, რომლის ჩამოვარდნის მიზეზებზე ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ძალები მუშაობენ. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბორტზე ერთი პილოტი იმყოფებოდა, რომელმაც კატაპულტირება მოასწრო. ამ მომენტისთვის პილოტი ნაპოვნი არ არის.