ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ნავსადგურში გიორგი როსტომაშვილმა მსოფლიოს რეკორდი დამყარდა

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა.

TV25-ის ინფორმაციით, გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი, “თამარა 2”, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება.

მედიასაშუალების ცნობით, ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადაადგილება 5 მეტრზე შეძლო.

მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა.

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი “რეკორდსმენთა თასის” მფლობელი გახდა.

იტვირთბა....