თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მარაბდასთან ერთმანეთს ტრაილერი და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადებს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.