aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში 3-მა ვერტფრენმა და70-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები განაახლა.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რათა ხანძრის კერებამდე გზა გაიყვანონ.

„ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილ ხანძარზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ ეტაპზე ხანძრის ღია კერები არ შეინიშნება.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. რელიეფი არის მეტად რთული, ვერცერთი სამაშველო ავტოტექნიკა ვერ მიდის ხანძრის კერებამდე, რათა მოხდეს მოკლე დროში ხანძრის ლიკდივიდაცია, მაგრამ მძიმე ტექნიკა ახლაც და მთელი ღამე აქტიურად მუშაობდა რომ გაიყვანოს გზა, რათა სახანძრო ერთეულებმა შეძლონ მისვლა ცეცხლის კერებამდე და შესაბამისი დამუშავება“, – განაცხადა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა.

იტვირთბა....