ხულოში, სოფელ რიყეთში ავტომობილს, მოძრაობისას, ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.