aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წლის დინამიკაც მიანიშნებს, რომ წლევანდელი წელი სავაჭრო ურთიერთობებში განსაკუთრებით პოზიტიური იქნება.

ხაზი გაესვა ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სექტორული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში.

იტვირთბა....