ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად, პედაგოგთა მასობრივი შემცირება იგეგმება” – კუკავა

ნოემბერში დაგეგმილ პედაგოგების საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად, მასწავლებელთა მასშტაბური შემცირება იგეგმება – ამის შესახებ განცხადება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ გააკეთა.

ამასთან, მისი თქმით, საგამოცდო საკითხებზე პედაგოგები სათანადოდ ინფორმირებული არ არიან და საკითხები სათანადოდ შედგენილი არ არის. კახა კუკავა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დარგის სპეციალისტებთან ერთად გამოცდების სტანდარტი შეამოწმოს.

„დღეის მდგომარეობით, გამოცდები ჩაბარებული აქვს პედაგოგთა მესამედზე ნაკლებს და ეს რიცხვი სავარაუდოდ, ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად შეიცვლება. შესაბამისად, სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს 31 დეკემბრამდე სამსახურის დატოვება მოუწევს. გარდა იმისა, რომ გამოცდების ჩასაბარებლად შემჭიდროვებული ვადებია დადგენილი, აღსანიშნავია, სკოლის პედაგოგების სხვა პრეტენზიები. განათლების სამინისტროში პროცესებს დღესაც ხელმძღვანელობენ კახა ლომაიას დროინდელი კადრები, რომელთა ამოცანაც იყო განათლების სისტემის ბოლომდე მორღვევა და მის ნაცვლად ანტისახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირება“, – აცხადებს კახა კუკავა.

მისი თქმით, აუცილებელია განათლების სისტემაში კადრების მასობრივი ცვლილება, ასევე განათლების პროგრამის შეცვლა

იტვირთბა....