ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები უკვე ცნობილია. დაინეტერსებულ პირებს შედეგების ნახვა შეუძლიათ ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
“საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას” – განაცხადა ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. მისი თქმით, საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
“თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება”. – განაცხადა გორგოძემ.