ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დაიწყო.