ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას.

იტვირთბა....