ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, პირველ არხს დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ  თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა.

რატომ დატოვა სკოლის დირექტორის თანამდებობა თურქაძემ, ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საკითხსაც უკავშირდებოდეს. ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწორედ 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

იტვირთბა....