ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ზარდიაშვილი – ყველა ყვირის რომ პოლიტიკური დევნაა და დაკავებული არავინ მინახავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” განცხადებას, ავთანდილი წერეთელის პროკურატურაში დაბარებაზე “ტვ პირველის” მფლობელის განცხადებასა და “რუსთავი 2-ში” არსებულ ვითრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვის მიმართაც სამართალდამცავებს კითხვები გაუჩნდებათ, ყველა ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ვის მიმართაც შეიძლება სამართალდამცავებს კითხვები გაუჩნდეთ, ყველა ყვირის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. ავდგეთ და “საერთაშორისო გამჭირვალობის” მოთხოვნით გავაუქმოთ პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა – საერთოდ აღარ დაუსვან არავის კითხვა. წერეთელი, გვარამია ითხოვენ – ჩვენ გავაუქმოთ პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა. ყველა ყვირის რვა წელია, რომ პოლიტიკური დევნაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე არავინ მინახავს დაკავებული”, – აცხადებს ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

“ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში მამამისის ავთანდილ წერეთელის პორკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შანტაჟია და სანამ ცოცხალია არხი არ გაითიშება.

“რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კი, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს, რაც “ქართული ოცნების” ინტერესებს ემსახურება.

იტვირთბა....