“როგორც დიქტატურის, ისე დემოკრატიის პირობებში, სიტყვის თავისუფლება უფრო და უფრო იზღუდება” , – ამის შესახებ სტატიას “ეკონომისტი” აქვეყნებს.
მედიასაშუალების შეფასებით, სიტყვის თავისუფლებისთვის გასული ათწლეული არც ისე სახარბიელო იყო.
“ავტოკრატიული მთავრობები ხელს უშლიან რეპორტიორებს და ინტერნეტშიც ზღუდავენ არასასურველი ახალი ამბების გავრცელებას. დაუჯერებელია, მაგრამ აშშ-ში სტუდენტების 37% თვლის, რომ პრობლემას არ წარმოადგენს არასასურველი ნიუსების დაბლოკვა. რეპრესიული რეჟიმები ძლიერდება, თავისუფალი და ღია საზოგადოება კი მცირდება”. – წერს ეკონომისტი.
“ეკონომისტს” სტატიაში ეთიოპიის მაგალითი მოჰყავს.
“22 ივნისს, ეთიოპიაში, სახელმწიფო სავარაუდო გადატრიალების მცდელობისას, მოკლეს არმიის ხელმძღვანელი და ამჰარას( ქვეყნის 9 რეგიონიდან ერთერთის) მმართველი. ეთიოპიის მოქალაქეები სასოწარკვეთილები იყვნენ, რადგან სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ – შუაღამისას, ეთიოპიაში მცხოვრებთა 98%-ს ინტერნეტი გაეთიშა”- ვკითხულობთ სტატიაში, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – The global gag on free speech is tightening