ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტომ, მიმდინარე თვესი აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო 31 ობიექტი შეამოწმა.

სააგენტოს ცნობით, შემოწმებულთაგან 14 ობიექტში დარღვევები არ გამოვლინდა, 17 ობიექტი კი დაჯარიმდა.

13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

“ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ და ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც სააგენტო გაუწევს ზედამხედველობას”- აცხადებენ სააგენტოში.

შემოწმების შედეგები იხილეთ ➡️ http://nfa.gov.ge/…/shida-qartlshi-pesticidebis-da-agroqimi…

იტვირთბა....