ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს ოკუპაციის მწვავე გამოვლინება და ეს შესაძლოა, სააკაშვილის მიერ განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი იყოს” – ვოლსკი

გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს მწვავე გამოვლინება ოკუპაციის და ეს შესაძლოა, სააკაშვილის მიერ განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი იყოს.

მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპაციის პრობლემაზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კავშირზეა.

“ყოველდღე და შეიძლება დღეში რამდენჯერმე იყოს ძალიან მწვავე გამოვლინება იმ ფაქტის, რასაც ჰქვია ოკუპაცია და ყოველდღე უნდა გავიმეოროთ, რომ

ეს არის ძალიან მძიმე და შეიძლება, განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი, რომელიც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას. ამ თემაზე სათანადო რეაგირება არის, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, რასაც ჰქვია საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური დაპირისპირება საოკუპაციო ძალასთან, ამის იქით თემა არ არსებობს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....