ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეთიუ ბრაიზას თქმით, თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა

“ანაკლიის პორტი დაეხმარება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაში”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა  მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. ‘

ბრაიზას თქმით, თუ პორტის პროექტი ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა.

“ანაკლიის პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ  ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დაიძაბება, როგორც 2008 წელს ვნახეთ, საქართველო მუხლი 5-ის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, ნატო მას ადგილზე ჯარის გამოგზავნით უპასუხებს”.- განაცხადა ბრაიზამ.

იტვირთბა....