aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბირთვული ცდების აკრძალვის ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის სამი სადგურიდან მონაცემებს კვლავ ვერ იღებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბირთვული ცდების აკრძალვის ორგანიზაცია რუსეთის სადგურებიდან რადიაციის დონის შესახებ მონაცემებს კვლავ ელოდება.

როგორც „დოიჩე ველე“, აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს, რუსეთში მდებარე მონიტორინგის ცენტრებიდან ინფორმაცია სევერდვინსკში მომხდარი აფეთქების შემდეგ, არ მოიუღიათ.

მათი ინფორმაციით, 10 აგვისტოს შეწყდა მონაცემების მიღება დუბნეს და კიროვის სადგურებიდან, 13 აგვისტოს კი მონაცემებს ვეღარ იღებდნენ ჩუკოტკასა და ალტაის მხარეში მდებარე სადგურებიდანაც. გარდა ამისა, დროებით იყო გათისული იაკუტიაში მდებარე ცენტრიც.

ამ დროისთვის, რამდენიმე ცენტრიდან მონაცემების მიღება აღდგენილია, თუმცა კვლავ გათიშულია სამი სადგური.

შეგახსენებთ, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი.

იტვირთბა....