22 აგვისტოდან, მომხმარებელს Facebook–ის ჯგუფებიდან ჩეთების შექმნა აღარ შეეძლება. ეს ცვლილება გავლენას არ მოახდენს მესენჯერის ჯგუფურ ჩეთებზე.
ამჟამად თუ რომელიმე ჯგუფში ხართ გაწევრიანებული, შეგიძლიათ ჯგუფში განთავსებული ფუნქციით შექმნათ ჩეთი, რომელშიც კონკრეტული ჯგუფის წევრები ერთმანეთს დაუკავშირდებიან. (მაქსიმალური რაოდენობა 250 წევრამდე) 22 აგვისტოდან კი ეს ფუნქცია გაუქმდება.
პოსტში, ფეისბუქი განმარტავს, რომ ”ჩეთების წაკითხვა კვლავ შეგეძლებათ, მაგრამ თქვენ ვეღარ შეძლებთ დაწეროთ ახალი შეტყობინება”.
მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქი აღიარებს, რომ მათთვის ნამდვილად ძვირფასია კომუნიკაცია რეალურ დროში, ჯგუფიდან შემქნილ ჯგუფურ ჩათს, ისინი გაურკვეველი მიზეზის გამო მხარს აღარ უჭერენ.
თუ გაინტერესებთ, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება მესენჯერის ჯგუფურ მიმოწერაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, რადგან ეს ფუნქცია მხოლოდ ჯგუფებისთვის უქმდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ: ”თქვენ კვლავ შეძლებთ ჯგუფური ჩეთის შექმნას იმ ადამიანებთან, ვისთანაც მეგობრობთ ან მესენჯერითნ ხართ დაკავშირებული”.
თუ გაწევრიანებული ხართ, რომელიმე ჯგუფში, რომელიც ჯგუფიდან არის შექმნილი, თქვენ მიიღებთ შეტყობინებებს, რომ ჯგუფის წევრები ჩეთს ტოვებენ, ეს სწორედ ფუნქციის გაუქმების გამო ხდება. ხოლო რაც შეეხება ამ ჯგუფებს, ისინი დაარქვიდება და მათი მოძიება ნებისმიერ დროს მესენჯერში ჯგუფის სახელი ჩაწერით შეგეძლებათ.