ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ იცის რას ედავებიან.
მისი თქმით, დღეს დაკითხვაზე აუცილებლად მივა.
„ვერაფერს გეტყვით. არ ვარ დაკითხული. ახლა ტელევიზიის მეშვეობით გავიგე და მერე დამიბარეს დაკითხვაზე პოლიციაში, 14:00 საათზე. არ ვიცი რას გამაცნობენ. მე აქტივი მაქვს ბანკიდან შეძენილი ქონებისგან, ბანკი ხომ აბრუნებს უკან დღგ-ს, როცა ვყიდულობთ ქონებას?! მაქვს აქტივი შეძენილი „ქართუ ბანკიდან“, „თიბისი ბანკიდან“ და „საქართველოს ბანკიდან“ – თანაც 2013 წელს. შევიძინე ქონება ჭავჭავაძზე „ქართუ ბანკისგან“; ეკონომიკის სამინისტროდან შევიძინე და „თიბისი ბანკისგან“ შევიძინე შენობა დიღომში, რომელიც გავაკეთე, იმას ხომ მოჰყვა აქტივი?! – არ ვიცი რას მედავებიან, სიმართლე გითხრათ აგონიაში ვარ. 14:00 საათზე მივალ აუცილებლად“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს .