ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ცხინვალის ხელისუფლება ახორციელებს, არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას, რომ ეს არალეგალური ქმედება უნდა შეჩერდეს.
https://twitter.com/edgarsrinkevics/status/1163830121939292160