“რუსთავი2-ის” მფლობელი, ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, მომხდარი სიურპრიზი არ ყოფილა.
„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“.- წერს ხალვაში.
გუშინ, 20 აგვისტოს, “რუსთავი 2-დან” გაათავისუფლეს ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი.
არხი დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა.
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია არ უარყოფს, რომ შესაძლოა, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შუბლაძე გახდეს.