ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაზარაძე – პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა

“დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.
ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!
ბრძოლას ვაგრძელებთ!!”

თი ბი სი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

26 ივლისს “TBC ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალათ ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე.

იტვირთბა....