“პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის ლოპოტას ტბაზე ისვენებდა მაშინ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა გორის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს და აქ ძელების და მავთუხლართების მშენებლობა დაიწყეს. ორი ოჯახის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ზურაბიშვილი არც საოკუპაციო ხაზთან ჩასულა და არც განცხადება გაუკეთებია.
ლოპოტას ტბაზე ჩასული ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან თქვა:
“ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ, განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს. მე ვიყავი გასულ კვირას, ვიცი ყველაფერი, რაც ხდება და ვაპირებთ, რომ სერიოზულად მუშაობს ჯერ ერთი მთავრობა და მეც ვარ ჩართული” – განაცხადა პრეზიდენტმა.