მთავარი ციტატა

“ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა მითხრა, რომ არ უნდათ „რუსთავი2-ის” იმედად გადაკეთება და არხზე უნდა ყოფილიყო გარკვეული კრიტიკა”

“ერთი თვე და ორი დღე შევძელი, “კურიერი” შემენარჩუნებინა ისეთი, როგორიც იყო. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე რ2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად და არასრული 6 წელი “რუსთავი2-ში”  და ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი, ჩემს სატელევიზიო კარიერაში.
მაშინ, როდესაც ვხელმძღვანელობდი “კურიეირს”, მთელი ჩემი ენერგია ჩავდე, რომ ყოფილიყო ისეთი როგორიც არის. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო კურიერის ისტორიული, პიკური რეიტინგები. დღეს პაატა სალიამ დამიბარა, ბრიფინგმდე რამდენიმე წუთით ადრე და მითხრა, რომ მე გამათავისუფლეს სამსახურიდან და ეს იყო ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა არხი, ორი კვირის წინ, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა მითხრა, რომ არ უნდათ „რუსთავი2-ის” იმედად გადაკეთება და არხზე უნდა ყოფილიყო გარკვეული კრიტიკა. იყო გარკვეული შემოთავაზებები, რაზეც მე ვთქვი უარი. მე ორი თვეა გაყინული მაქვს ხელფასი. დღეს კალენდარზე 20 აგვისტოა. რაც შეეხება ჩემზე გაცემულ ბონუსს, ნიკა გვარმია იყო კომერციული არხის დირექტორი და მას ჰქონდა უფლება ეს გაეკეთებინა. ის, რაც პაატა სალიამ ჩემი გათავისუფლების მიზეზად დაასახელა, არის ბოდვა…“

ნოდარ მელაძე, “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი

ის სამსახურიდან დღეს გაათავისუფლეს, ინფორმაცია ამის შესახებ არხის ამჟამინდელმა დირექტორმა, პაატა სალიამ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა

იტვირთბა....