გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტის ინფორმაციით, ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“
ფასანაური-ყაზბეგში მდებარე ობიექტები კი არც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებიან, არც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებია და არც განსაკუთრებული გამონაკლისი.
შესაბამისად, უნდა ვაჭრობდნენ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით.
როგორც ტურისტებმა აი, ფაქტს დაუდასტურეს, ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შემოსავლების სამსახურია..