გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ განცხადებას თელასი ავრცელებს.
“ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ხერთვისის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დიდგორის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, სუხიშვილის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.