ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, მოსახლეობის კუთვნილ თხილის ბაღებში დათვი გამოჩნდა. ცხოველმა მოსავლის ნაწილი გაანადგურა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს მტაცებლის სოფელში შემოსვლის პირველი შემთხვევა არ არის. ამის შესახე ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

