ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლაგოდეხში ავარიის შედეგად 34 წლის კაცი გარდაიცვალა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამუკა სულაქველიძეა, რომელიც ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, ღამის საათებში მოხდა. მამუკა სულაქველიძე ავტომობილით სოფელ გიზასკენ მიმავალ გზაზე გადაბრუნდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....