თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა.
ექიმების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.