ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუშა, რომელიც სოფელ ლემშვენიეროში, სამშენებლო სამუშაოებისას დაშავდა, კვლავ კომაშია

იოსებ ჩაჩავა – მუშა, რომელსაც გარდაბანში, სოფელ ლემშვენიეროში, სამშენებლო სამუშაოებისას თავში ამწედან ჩამოვარდნილი წყლის მილი დაეცა, კომატოზურ მდგომარეობაში რჩება.

როგორც დაშავებულის შვილი აცხადებს, ექიმები ოჯახს იმედსაც ვერ აძლევენ.

“კრიტიკულ მდგომარეობაშია, სიცოცხლისთვის იბრძვის, ქალა-ტვინის მოტეხილობა აქვს, შუბლის ძვალი დაშლილი აქვს, ტვინში სისხლჩაქცევები, შუბლი შეშუპებული, ტვინი შეშუპებული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. იმედსაც ვერ გვაძლევენ, რომ გადარჩება და ცოცხალი იქნება”, – ამბობს დაშავებული მუშის შვილი.

იტვირთბა....