„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა! გმირის, რომელმაც ისტორია შექმნა! გმირის, რომელიც თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და გაუტეხელი ახალი საქართველოს სიმბოლოდ იქცა! 24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!მინდა, მივმართო გიორგის შვილებს, რომელთაც მამა არ ახსოვთ, თქვენი მამა გმირია! გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თქვენმა თაობამ მშვიდობიან, დამოუკიდებელ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს! დიდება გმირებს!“
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე