ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე:გუგუტიანთკართან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმის მაგივრად, რომ ოპოზიცია საუბრობდეს, საიდან მოდის ოკუპაციის პრობლემა, გამოდის და საკუთარ სახელმწიფოს ესვრის ტალახს.

მისივე თქმით, გუგუტიანთკართან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა.

„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ეს მავთულხლართები, ეს ღობეები გახდება ანაქრონიზმი და შეუთავსებელი დროსთან. ჩვენ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებით და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები.

გუგუტიანთკართან დაკავშირებით, ხელისუფლებამ გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი, ყველა შესაძლო ნაბიჯი, დაწყებული დიპლომატიურ კორპუსთან კომუნიკაციით – მათი ჩაყვანით ადგილზე, დასრულებული საერთაშორისო მექანიზმების – ცხელი ხაზის და სადამკვირვებლო მისიების გამოყენებით, რათა ის პროცესი, რამაც გამოიწვია სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, შეჩერებულიყო. ამ მომენტისთვის, ეს არის შეჩერებული.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის გამოწვევა, ოკუპაცია არის რთული პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, არ უნდა დაგვათმობინოს ჩვენი მომავალი.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ვიდგეთ ერთად ამ პრობლემების წინაშე, მაგრამ ეს ერთად დგომა უნდა იყოს ძალიან პრაგმატული, ძალიან გონივრული და ამავე დროს, სამშობლოს სიყვარულით და პატრიოტიზმით აღჭურვილი. სხვადასხვა კომენტარები მოვისმინე დღეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენი ოპონენტები და სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფები საუბრობდნენ, საიდან მოდის ეს ოკუპაციის პრობლემა, თუ რა სჭირდება საქართველოს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა მომავალში და მოაგვაროს მშვიდობიანად, ეს ადამიანები გამოდიან და სხვდასხვა ადგილებში დაკავებულები არიან იმით, რომ საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ სახელმწიფოს აკრიტიკებენ და ესვრიან ტალახს. ეს სამწუხაროა.

მაგრამ, ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და საზოგადოების მხარდაჭერა, რომ ეს საკითხები გადავჭრათ პრაგმატულად, გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებით, დემოკრატიის გაძლიერებითა და მშვიდობიანი გზებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....