ილინოისში LGBTQ ისტორიის სწავლება სავალდებულო ხდება.
პარასკევს ინიცირებული კანონის თანახმად, მოსწავლეები შეისწავლიან თუ რა გავლენა ჰქონდათ ილინოისის შტატისა და მთლიანად აშშ-ს ისტორიაში ლგბტქ ადამიანებს.
კანონი ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევა.
ამ ნაბიჯით, ილინოისის შტატი მეოთხე იქნება კალიფორნიიის, ნიუ-ჯერსისა და კოლორადოს შემდეგ, სადაც ლგბტქ ადამიანების ისტორია ისწავლება.