„რის საფუძველზე ამბობთ, რომ კრიტიკულად არ დავსვით საკითხი რომელიმე ფორმატში? ეს არის ტყუილი. თქვენი სიტყვები არ შეესაბამება რეალობას. რამდენიმე დღის წინ გაერო-ში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. თქვენ იცით ამის შესახებ? თუ არ გაგიგიათ, მაშინ მინდა, გითხრათ, რომ გაერო-ს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც შეიძლება, ეს პრობლემა დაისვას. კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო, თქვენ აგრძელებთ დეზინფორმაციის კამპანიას, ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ იქ ჩვენი მოქალაქეების გვერდით”.
მამუკა ბახტაძე, პრემიერმინისტრი