მთავარი ციტატა

“კვალვ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან”

“სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს. ეს ძალიან ნეგატიური განვითარეებაა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან”.

ელიზაბეთ რუდი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცა ე.წ. საზღვარს მიღმა.

იტვირთბა....