aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი

ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ» – ხუხაშვილი “იმედზე” გასულ ფილმზე

“რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
აქ მთავარი კითხვა არ არის – რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
მთავარი კითხვაა – სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესაბამისად, მეორე არ იწყება.
იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
ნებსით, თუ უნებლიედ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას – რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება ტელეკომპანია იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმს;

იტვირთბა....